ქათმის გრიპის საფრთხის გამო აზერბაიჯანში ირანიდან ქათმის პროდუქტების იმპორტი აიკრძალა

Read Time:24 Second

აზერბაიჯანში, „ქათმის გრიპის“ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ირანიდან მეზობელ ქვეყანაში ცოცხალი ქათმებისა და ქათმის პროდუქტების შეტანა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.

გამოცემა აზერბაიჯანის ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ქათმის გრიპთან დაკავშირებით ირანში 25 მილიონი ფრინველი განადგურდა.

იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი გადამფრენი ფრინველების გზად მდებარეობს, მოცემული დაავადების გავრცელების აღსაკვეთად, ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო სამსახურმა ფერმერებსა და საოჯახო საფრინველო მეურნეობების მქონე მოქალაქეებს ურჩია, რომ ფრინველი ჩაკეტილ პირობებში ამყოფონ.

არსებული ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა აზერბაიჯანს ქათმის გრიპის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად 50 ათასი დოლარი გამოუყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კალაძე: სტუდქალაქში საცხოვრებელი ფართები 47 ოჯახს დაუკანონდება
Next post აშშ-ის დაზვერვა უკრაინაში ვადამდელ არჩევნებს პროგნოზირებს