ფქვილის და შესაბამისად პურის გაძვირება მნიშვნელოვნად განაპირობა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებამ
დარწმუნებული ვართ, რომ ფქვილის მწარმოებელთა მხრივ სერიოზული კონკურენციაა ბაზარზე, პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს სთხოვა ამ ბაზრების შესწავლა, სააგენტოსთან გვაქვს კომუნიკაცია და ველოდებით უწყების დასკვნას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ქვეყანაში პურის შესაძლო გაძვირების კომენტირებისას განუცხადა.
სილაგავას თქმით, მნიშნველოვანია, რომ კონკურენტული გარემო იყოს როგორც ხორბლის იმპორტის მხრივ, ისე ფქვილის და პურის ბაზარზე. ამასთან, ასოციაციის დირექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, სახელმწიფო სტრუქტურებთან ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად ითანამშრომლოს.
„ფქვილის და შესაბამისად პურის გაძვირება მნიშვნელოვნად განაპირობა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებამ. ბოლო სამი წელია საკმაოდ სერიოზული ბმა გვაქვს რუსეთთან ხორბლის იმპორტის მიმართულებით და ცხადია, აუცილებელია საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. დეკემბრის შემდეგ მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა საჭიროა მდგრადი და სწორი მექანიზმის არსებობა ამ საკითხის დასარეგულირებლად,“-განაცხადა სილაგავამ.
ლევან სილაგავა ფქვილის მწარმოებლების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის შექმნას გამორიცხავს, კონკურენციის სააგენტო კი აღნიშნულ საკითხს მეოთხე თვეა სწავლობს.
იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა აღნიშნული კვლევა „ინტერპრესნიუსი“ კონკურენციის სააგენტოს დაუკავშირდა. ნოდარ ხადურის უწყებაში განმარტავენ, რომ ამჟამადაც მუშაობს შესაბამისი ჯგუფი ამ საკითხზე და ვერ აკონკრეტებენ, როდის იქნება საბოლოო შედეგი საჯარო.
“საქართველოს კონკურენციის სააგენტო ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, მიღებული შედეგები იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი”, -აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, რამდენადაც კეთდებოდა შეფასებები, რომ შესაძლოა, ფასის მატება არაჯანსაღი კონკურენციით ყოფილიყო გამოწვეული.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რა საჩუქარი დატოვეს ლევან კბილაშვილის საფლავზე-„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა. „არ ვიცი...
ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს,...
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს...