ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარს, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხავს
„მოგესალმებით! მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა და კომპანია „აისბერგ 2“-ის ერთ – ერთმა დამფუძნებელმა და გაცნობოთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. მოგეხსენებათ, როგორც მთელი მსოფლიო, ასევე, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული. პანდემიას, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები ეფექტიანად უმკლავდებიან. იმ პრევენციულმა ღონისძიებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა, მაქსიმალურად შეანელა ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპები. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო სულისკვეთება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ დაფუძნების დღიდან, ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა არა ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით კომპანიამ დააფინანსა, სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩაირიცხოს 100 000 ლარი, ასევე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში-ფოთში გადაირიცხება 50 000 ლარი. მინდა, მოვუწოდო ბიზნეს კომპანიებს, ყველას, ვისაც ამისი რესურსი გააჩნია, ჩაერთონ ამ საერთო საქმეში. მჯერა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“, – აღნიშნული მიმართვა ირაკლი ხახუბიამ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...