თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულ ორსულზე: ის განიკურნება და გააჩენს ჯანმრთელ ბავშვს

Read Time:25 Second

ორსული ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივ კონტაქტშია საზოგადოებასთან, მათ შორის, სავარაუდოდ ინფიცირებულებთან და ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ითვლება, რომ ეს ინფექცია მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფს არ გადაეცემა. „ასე რომ, ეს ქალბატონი მანამდე განიკურნება და გააჩენს ჯანმრთელ ბავშვს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიო ბანკი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს
Next post ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარს, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხავს