ფიფა-მ ოფიციალურად ჩამოართვა რუსეთს დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება, გუნდს ტურნირებიდან გაძევება ემუქრება

Read Time:27 Second

რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ითამაშებს სახელწოდებით – „რუსეთის საფეხბურთო კავშირის ნაკრები“ და მას არ ექნება ჰიმნი და დროშა, – წერია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე არ გაიმართება საერთაშორისო მატჩები. რუსეთის გუნდის თამაშები ჩატარდება ნეიტრალურ მოედნებზე და მაყურებლების გარეშე.

ფიფა ასევე განიხილავს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შემოღებას და მათ შორისაა ქვეყნის გარიცხვა ტურნირებიდან.

„ფიფა გააგრძელებს მუდმივ დიალოგს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, უეფა-სთან და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან დამატებითი ზომების ან სანქციების განსაზღვრისთვის, მათ შორის, ტურნირებიდან ჩამოშორებას. ეს შეიძლება უახლოეს მომავალში მოხდეს, თუ სიტუაცია მალე არ გაუმჯობესდა.

ფიფა მზად არის მიიღოს ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება“, – წერია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
Next post სოზარ სუბარი: ძალიან მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით, როგორც ვდგავართ, მაგრამ ამავდროულად ავაცილოთ კატასტროფა ჩვენს ქვეყანას