პარასკევი, მაისი 22, 2026

ფინანსთა მინისტრს ევროპული საქართველო პარლამენტში იბარებს

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო” საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მისვლას ითხოვს. პარტიის ერთ_ერთი წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა მხოლოდ დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს მიზნად და ეს საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელ პენსიონერებს, რომლებსაც უკვე მესამე წელია, არ ეზრდებათ პენსია, არსებული რეფორმა არაფერს აძლევს.

“საპენსიო რეფორმა ზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად საპენსიო გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რომელსაც დღეს ისედაც ძალიან უჭირს არსებული ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში”, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა.

2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ხაბეიშვილი – არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას, ხელების ჩამოშვება დანაშაულია, თუ არ შეგვეშინდება და გავიზიარებთ სააკაშვილის მოწოდებას, გამარჯვება გარდაუვალია

არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას, მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.როგორც ხაბეიშვილი წერს, ნამდვილ დისიდენტებს შვიდი წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად, ხელების ჩამოშვება დანაშაულია.„არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას! მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს. ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად ხელების ჩამოშვება დანაშაულია! ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს. თუ არ შეგვეშინდება და გავიზიარებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია, მანამდე ვიქნებით „ქოცების“ ხელში, ვიდრე გამბედაობას არ მოვიკრებთ და შეტევაზე არ გადავალთ. შეტევა ნიშნავს 100 000-ობით ადამიანის პროტესტს.რაც შემეხება მე, 1.5 დამრჩა და ერთი სული მაქვს ვემსახურო ჩემს ხალხს! არ დანებდეთ, ძალა ერთობაშია!“, – წერს ხაბეიშვილი.სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას მრევლმა უნდა წაიკითხოს

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.ლოცვა„გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონისა და საკვირველებათა ზღვისა სოფლისათვის მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმინდა მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო. გამომზრდელო ქვრივთა და მამაო ობოლთა, შემწეო ჭირთა შინა მყოფთა, ყოვლად პატიოსანო, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო, მწყემსი და მოძღვარი გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, მამაო წმიდაო ნიკოლოზ, ლოცვითა შენითა გვიხსნენ განსაცდელთაგან“

მარკო რუბიო – დონალდ ტრამპი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ შვედეთში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად ალიანსის ზოგიერთი ქვეყანას აშშ-ს ძალიან ეხმარება.„თქვენ გყავთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი, რომლებიც გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას – მაშინ რატომ ხართ ნატო-ში? ეს ძალიან სამართლიანი კითხვაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნატო-ს სხვა ქვეყნებიც ძალიან გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ. არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს იმის ცოდნა, რომ შეერთებული შტატები, და კერძოდ, პრეზიდენტი, ამჟამად ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებულია“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატო-ს წევრები იმის გამო, რომ ისინი აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიის დასახმარებლად მეტს არ აკეთებენ. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, შტატებმა ალიანსი დატოვოს.

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს პასუხობს – არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია, ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას, ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ...

მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: „სასიამოვნო ნამვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო“.„არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია – ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას.მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს.ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს“, – წერს პაპუაშვილი.

მარიამ ქვრივიშვილი – ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ, ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე

ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.„მიმდინარე წლის ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ბოლო სიახლეები