უცხოური მედია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსპექტივების შესახებ

Read Time:42 Second

ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ბლოგი 1828, რომელიც აშუქებს სიახლეებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ფარავს საერთაშორისო და ადგილობრივ სიახლეებს, აქვეყნებს სტატიას ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებზე და წარმატებულ მაგალითად მოჰყავს საქართველოში გახსნილი ახალი უნივერსიტეტი.

პუბლიკაციის ავტორი უილ უოლტერი, განათლების სისტემის მრჩეველი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში საკუთარ ბლოგში საუბრობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ და განიხილავს იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

განათლების ექსპერტი მიმოიხილავს იმ სირთულეებს, რომლებიც უმაღლესი განათლების კუთხით შეიქმნა ბრიტანეთში ბრექსიტის, კოვიდისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ავტორი დეტალურად აღწერს ბრიტანეთში შექმნილ სიტუაციას და ხაზს უსვამ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა.

განათლების ექსპერტის აზრით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და მიიზიდავს იმ სტუდენტებს აზიიდან და ევროპიდან, რომლებიც განათლების მიღებას ბრიტანეთსა და აშშ-ში გეგმავდნენ.

https://edu.aris.ge/news/ucxouri-media-qutaisis-saertashoriso-universitetis-perspeqtivebis-shesaxeb.html

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება
Next post სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ ალექსანდე კობაიძის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით