უფლებადამცველთა მონაცემებით, აღმოსავლეთ ღუტაში იერიშებს ბოლო სამ კვირაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა

Read Time:33 Second

სირიის აღმოსავლეთ ღუტას რაიონში ბოლო სამი კვირის განმავლობაში სამთავრობო ძალების იერიშს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, მათ შორის 215 ბავშვი. აღნიშნულ მონაცემებს დიდ ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საბჭო (SOHR) ავრცელებს.

ამას გარდა, უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, 17 ადამიანია დაღუპული ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დუმაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად.

ამასთან, ჰუმანიტარული ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, პირველად სირიაში მოხალისე მაშველი ქალი დაიღუპა. ის იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმას ემსხვერპლა.

თებერვლის შუა რიცხვებში დაწყებული სამხედრო მოქმედებების შედეგად, სირიის სამთავრობო ჯარმა, რუსული ავიაციის დახმარებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტასნახევარი დაიკავა.

დამასკოს მახლობლად მდებარე აღმოსავლეთ ღუტა 2013 წლიდან სამთავრობო ძალების ალყაშია. აღნიშნულ რაიონში საკვების, სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში თითქმის 400 000 ადამიანია დარჩენილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი შენდება
Next post ბონომ თავის ორგანიზაციაში ქალის სექსუალური შევიწროების გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადა