ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი შენდება

Read Time:25 Second

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სამხედრო ჰოსპიტლის სამშენებლო სამუშაოებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე გაეცნო.

„ქუთაისში ამჟამად დასრულებულია ძველი შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. დასავლეთ საქართველოში სამხედრო ჰოსპიტალი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, სადაც პაციენტები სრულ და მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებენ.

ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ამოქმედებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. გარდა ამისა, დაიზოგება ხარჯები და შემცირდება მკურნალობასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები. სამედიცინო ცენტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს, მათ ოჯახის წევრებსა და სამხედრო პენსიონერებს მოემსახურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება
Next post უფლებადამცველთა მონაცემებით, აღმოსავლეთ ღუტაში იერიშებს ბოლო სამ კვირაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა