უკრაინის რადას დეპუტატი: ქართველებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ამის დასტური იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი – ჩვენ ქართველი ხალხის იმედი გვაქვს

Read Time:1 Minute, 21 Second

ჩვენ საერთო ინტერესები, საერთო მტერი, საერთო მიზნები და ამოცანები გვაქვს. ქართველებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ამის დასტური იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, – ამის შესახებ „ქრონიკას“ უკრაინის რადას დეპუტატმა, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ აფასებს იმ კომუნიკაციას, რომელიც უკრაინის სპიკერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა.

„ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც ხდება საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას გაეროში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ა.შ. ჩვენ ვაფასებთ ამას, თუმცა ვფიქრობთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესაკავებლად ნაბიჯების გადადგმა კიდევ შეიძლება. საქართველოს დელეგაციას ბუჩასა და ირპენში ვიზიტისას პირადად ვახლდი და პირადად ვნახე ის ემოცია, რაც მათში ნანახმა გამოიწვია. ვხედავდი მათ თვალებში როგორ აღიქვამდნენ განადგურებულ ქალაქებს, მჯერა, რომ ეს შეუძლებელია არაგულწრფელი ყოფილიყო.

ფოტოს გადაღებას და ყველასთვის იქ არსებული მდგომარეობის ჩვენებას თავის მიზანი აქვს, თუმცა ძალიან რთულია როდესაც პოლიტიკოს არ აქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება აღიქვას კავშირების სიღრმე, მათ შორის დავით არახამიას შემთხვევაში. ის წარმოშობით საქართველოდანაა, გასაკვირია, როდესაც აფხაზეთი კვლავ ოკუპირებულია, ისეთი განცხადებები გააკეთო, რომელიც ავნებს ორ მხარეს შორის ურთიერთობებს. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ მომენტში თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გულწრფელი, ზოგჯერ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ დახურულ კარს მიღმა და გადავჭრათ აზრთა სხვადასხვაობები. მე ვაფასებ იმ კომუნიკაციას რომელიც შედგა ჩვენს სპიკერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. მე იმედი მაქვს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის უკრაინაშიც, ცალკეული განცხადებები არ შეცვლის საქართველოს დამოკიდებულებას უკრაინისადმი და პირიქით – ჩვენ ქართველი ხალხის იმედი გვაქვს“, – განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მასპინძელი უკრაინაში რადის თავმჯდომარე იყო. ქართულმა დელეგაციამ მეგობრებს სამძიმარი და მხარდაჭერა უმაღლეს დონეზე დაუფიქსირეს. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქებს ეწვივნენ.

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული“, – განაცხადა გუშინ დავით არახამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია – სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, მაგრამ ახლა ვხედავ გარღვევის უდიდეს შანსს
Next post რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბარს გეგმავს, რათა ისინი სტამბოლში პირისპირ შეხვედრაზე დაითანხმოს