უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: საოკუპაციო ძალების აბსოლუტურ უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები შეადგენენ, ისინი გამოფიტულნი, მორალურად და ფსიქოლოგიურად დაცემულები არიან

Read Time:41 Second

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებას ავრცელებს.

„რუსმა ოკუპანტმა შეამცირა შეტევის ტემპი, მაგრამ მაინც, გარკვეული თვალსაზრისით, ახერხებს წარმატების მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციის დროს. რუსი აგრესორების ჯავშანტექნიკამ შეამცირა უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლის ტემპი. მტრის ჯარები, რომლებიც მოკლებულია საწვავისა და საბრძოლო მასალის დროულ მიწოდებას, ჩერდებიან.

საოკუპაციო ძალები, რომელთა წარმომადგენელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები შეადგენენ, გამოფიტულნი არიან წინა სამხედრო წვრთნებით და მათი მორალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაცემულია. არსებული ინფორმაციით, არსებობს დეზერტირობის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ უარის თქმის ფაქტები უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობასა და ჩაბარებაზე.

ოკუპანტების მთავარ ტაქტიკად რჩება პატარა ქალაქებში, სოფლებსა და მაგისტრალებზე გადაადგილება და მათი აღება. მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დიდ ქალაქებზე კონტროლის მოპოვების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

რუსი ოკუპანტები დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების აქტიურად გამოყენებით, ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას დიდ ქალაქებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსული ძალები ცდილობენ კიევში, სვიატოშინსკის რაიონში, შეღწევას
Next post მეუფე შიოს განცხადებით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო