მეუფე შიოს განცხადებით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო

Read Time:45 Second

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო.

მისივე თქმით, სპეციალური ყუთები განთავსდება ყველა მოქმედ ტაძარში და მრევლს რამდენიმე დღე საშუალება ექნება, პირველადი ნივთები მიიტანონ.

ამასთან, მეუფე შიოს განცხადებით, დღეს ტაძრებში სრულდება სამშვიდობო პარაკლისი.

„მოგეხსენებათ, რა ტრაგიკული მოვლენები ვითარდება უკრაინაში. ჩვენ უდდესი გულისტკივილით ვადევნებთ თვალყურს ამ ყველაფერს, ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებს და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს, ვლოცულობთ მათთვის და ვლოცულობთ მშვიდობისთვის.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, ჩვენს სამღვდელოებაში და მრევლში არის ინიციატივა, რომ დავეხმაროთ იმ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ საქართველოში, ჯერჯერობით ვერ ბრუნდებიან თავის სამშობლოში და იმედია, ღვთის წყალობით, ეს განხორციელდება. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დღეს ტაძრებში სრულდება სამშვიდობო პარაკლისი, რათა დამშვიდდეს უკრაინა, მშვიდობა იყოს.

სპეციალური ყუთები განთავსდება ყველა მოქმედ ტაძარში და მრევლს რამდენიმე დღე საშუალება ექნება, მიიტანონ პირველადი ნივთები, რომლის შემდეგ ერთად შეგროვდება და გაიგზავნება უკრაინაში“, – განაცხადა მეუფე შიომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: საოკუპაციო ძალების აბსოლუტურ უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები შეადგენენ, ისინი გამოფიტულნი, მორალურად და ფსიქოლოგიურად დაცემულები არიან
Next post ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ მართლაც გაუშვეს რაკეტები, თუმცა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი