უკრაინის დაზვერვა-რუსეთმა უკრაინაში ზელენსკის ლიკვიდაციისთვის მორიგი ჯგუფი გაგზავნა

Read Time:46 Second

რუსებმა უკრაინაში კიდევ ერთი ჯგუფი გაგზავნეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გასანადგურებლად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს.

„დღეს უკრაინაში ბოევიკების მორიგი ჯგუფების ჩამოსვლა დაიწყო, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტ ევგენი პრიგოჟინთან. კრიმინალების მთავარი ამოცანაა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, მორიგი თავდასხმის ბრძანება პუტინმა პირადად გასცა. სამიზნეები კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალია.

„შემდეგი თავდასხმების განხორციელების ბრძანება პუტინმა პირადად გასცა. ყველა წინა მცდელობა მარცხით და ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. დაქირავებული მებრძოლების ძირითადი სამიზნეები, ვოლოდიმირ ზელენსკი, ანდრეი ერმაკი და დენის შმიგალია. რუსი ურწმუნოები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზნებს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, აგრძელებენ უკრაინის მთავრობის მუშაობის დესტაბილიზაციის, საზოგადოების დემორალიზებისა და უკრაინის საერთაშორისო თანამშრომლობის შენელების მცდელობებს. ჩვენი სახელმწიფოს პირველ პირებზე მკვლელობის მცდელობების ორგანიზება რუსების სტრატეგიის ნაწილია. უკრაინის არმიამ, სპეცსამსახურებმა და ძალოვანმა უწყებებმა კარგად იციან კრემლის გეგმები. ჩვენ მზად ვართ მოვიგერიოთ. არცერთი ტერორისტული თავდასხმა არ იქნება წარმატებული“, – ვკითხულობთ დაზვერვის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი-როდესაც თავცხელი მავნებლები ამბობენ, რომ სანქციური პოლიტიკის ავანგარდში უნდა ვიყოთ, თუკი რომელიმე ქვეყანას მართებს სიფრთხილე რუსეთთან, ეს საქართველოა
Next post „როიტერი“ – აშშ თურქეთს რუსული წარმოების „ეს-400“-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსების უკრაინისთვის გადაცემას სთავაზობდა