დავით ქართველიშვილი-როდესაც თავცხელი მავნებლები ამბობენ, რომ სანქციური პოლიტიკის ავანგარდში უნდა ვიყოთ, თუკი რომელიმე ქვეყანას მართებს სიფრთხილე რუსეთთან, ეს საქართველოა

Read Time:1 Minute, 1 Second

„საქართველოს გარდა, დედამიწის ზურგზე ახლა არ არის სხვა ქვეყანა, რომელსაც მოვლენების გარკვეული სცენარით განვითარების შემთხვევაში, ესოდენ ცხადად ემუქრებოდეს რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე“, – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, როდესაც თავცხელი მავნებლები ამბობენ, რომ ახლა ჩვენ სანქციური თუ სხვა პოლიტიკის ავანგარდში უნდა ვიყოთ, საქმე პირიქით არის – აღწერილი საფრთხეების გათვალისწინებით, თუკი რომელიმე ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას მართებს სიფრთხილე რუსეთთან მიმართებაში, ეს სწორედაც რომ საქართველოა.

„რუსეთმა დასავლეთს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ულტიმატუმური ფორმის შეთანხმების პროექტი გაუგზავნა, სადაც სახელობითად მხოლოდ ორი ქვეყანა იყო მოხსენიებული – უკრაინა და საქართველო (ყველაფერი დანარჩენი აღწერილი იყო ზოგად ტერმინებში – „კოლექტიური დასავლეთი“, ნატოს ბლოკი და ასე შემდეგ). დასავლეთის მხრიდან ამ ულტიმატუმზე უარის მიღების შემდეგ, რუსეთმა დაიწყო საომარი მოქმედებები უკრაინაში. ეს არის მშრალი ფაქტები და არა მათი ინტერპრეტაცია. შესაბამისად, საქართველოს გარდა, დედამიწის ზურგზე ახლა არ არის სხვა ქვეყანა, რომელსაც მოვლენების გარკვეული სცენარით განვითარების შემთხვევაში, ესოდენ ცხადად ემუქრებოდეს რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე. სწორედ ამიტომ, როდესაც თავცხელი მავნებლები ამბობენ, რომ ახლა ჩვენ სანქციური თუ სხვა პოლიტიკის ავანგარდში უნდა ვიყოთ, საქმე პირიქით არის – აღწერილი საფრთხეების გათვალისწინებით, თუკი რომელიმე ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას მართებს სიფრთხილე რუსეთთან მიმართებაში, ეს სწორედაც რომ საქართველოა. ამას გვკარნახობს ჩვენი გამოცდილება და მოვლენათა ლოგიკა. სხვა ყველაფერი ან იდიოტიზმია, ან მავნებლობა (თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს) და საქართველოს ომში ჩათრევის დაუფარავი მცდელობა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მაღრაძე-უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, პირველი ბზარი მაშინ გაუჩინეს, როდესაც სააკაშვილით დღისით, მზისით დემონსტრაციულად შეუნგრიეს სახელმწიფო საზღვარი
Next post უკრაინის დაზვერვა-რუსეთმა უკრაინაში ზელენსკის ლიკვიდაციისთვის მორიგი ჯგუფი გაგზავნა