უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის საერთო დანაკარგებმა ცხრა ათასამდე ადამიანი შეადგინა

Read Time:32 Second

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის საერთო დანაკარგებმა დაახლოებით ცხრა ათასი ადამიანი შეადგინა.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გარდა ამისა, დანაკარგებს შორისაა 217 ერთეული ტანკი, 900 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა, 90 ერთეული საარტილერიო სისტემა, 42 ერთეული სარაკეტო რეაქტიული სისტემა, 11 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 30 ერთეული თვითმფრინავი, 31 ერთეული ვერტმფრენი, 274 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, ორი ერთეული მსუბუქი კატარღა, 60 ერთეული საწვავის ავზი, სამი ერთეული ტაქტიკურ-ოპერატიული უპილოტო საფრენი აპარატი.

„მონაცემების დაზუსტება მიმდინარეობს. ზუსტ გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციას არ აქვს კონტაქტი მის 8000 სამხედრო მოსამსახურესთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – არავის უთქვამს ზელენსკის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღაც კავშირზე, საუბარია ადამიანებზე, ვინც ზელენსკის გარშემო ახვევია, უამრავი კითხვა იბადება, რომელსაც ალბათ პასუხი გაეცემა
Next post ზელენსკი პუტინს: შემხვდი, არ ვიკბინები