უკრაინაში დღეს კიდევ 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

Read Time:26 Second

უკრაინაში დღეს კიდევ 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან: ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

როგორც „იმედინიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია და კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან. ცხედრების გადმოსასვენებლად დაიწყება შესაბამისი პროცედურები.

ამასთან, უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით მათთვის უცნობია, თუ სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები. მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში დაიწყო
Next post დავით სერგეენკო – რთულია, სახელი მოუძებნო იმას, რაც ვნახე ბუჩასა და ირპენში, სისასტიკე, გენოციდი, ტერორი, ყველაფერი ერთად არის