უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარეები თავიანთ ქვეყნებში შეათანხმებენ

Read Time:44 Second

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. მხარეები თავიანთ დედაქალაქებში ბრუნდებიან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„უკრაინისა და რუსეთის დელეგაციამ დღეს გამართა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომლის მთავარი მიზანია უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა. მხარეებმა განსაზღვრეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

​პოდოლიაკის თქმით, ახლა მხარეები კონსულტაციებისთვის თავიანთ დედაქალაქებში ბრუნდებიან, რათა ამ გადაწყვეტილებებს მიეცეს გარკვეული შესაძლებლობები ლოგისტიკური გადაწყვეტილებების განსახორციელებლად.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში, რომელზეც ეს თემები მიიღებენ კონკრეტულ პრაქტიკულ განვითარებას.

თავის მხრივ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ აგრეთვე დაადასტურა, რომ მომდევნო შეხვედრა უახლოეს დღეებში, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე გაიმართება.

„ამ დრომდე თითოეული დელეგაცია, თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელობა კონსულტაციებს გამართავს ყველა მოლაპარაკებების პოზიციებზე, საკუთარი ქვეყნების ხელმძღვანელობებთან“, – განაცხადა მედინსკიმ.

რუსული დელეგაციის კიდევ ერთი წევრის, ლეონიდ სლუცკის თქმით, კი „მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინეს და აღმოაჩინეს უამრავი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის მიღწევაც შეიძლება“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: საქართველოს როლი არის ჩვენი მეგობრების ძლიერ და მაქსიმალურ მხარდაჭერაში და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვაში
Next post ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა