უკან რომ ვიხედები უფრო ვაფასებ თითოეულ განვლილ წუთს,დღეს თუ წელს

Read Time:1 Minute, 5 Second

,უკან რომ ვიხედები უფრო ვაფასებ თითოეულ განვლილ წუთს,დღეს თუ წელს”- ამის შესახებ  თბილისის მერი კახა კალაძე თავის ოფიციალურ გვერდზე წერს და საზოგადეობას მადლობას უხდის დაბადების დღის მილოცვისთვის.

,,40 წელი?მნიშვნელოვანი თარიღია ადამიანის ცხოვრებაში. საკრალურიც. თითქოს ბიბლიური მოსესავით გავდივართ საკუთარი ცხოვრების გზას, ვიზრდებით, ვყალიბდებით და ვაღწევთ მიზანს. ახლა,უკან რომ ვიხედები უფრო ვაფასებ თითოეულ განვლილ წუთს,დღეს თუ წელს. ხელახლა შევიგრძნობ თითოეულ მოვლენას- გამარჯვებას თუ დამარცხებას, სიხარულს თუ ცრემლს.
ფაზლივით ნელნელა ეწყობოდა ჩემი ცხოვრება დაწყებული სამტრედიიდან… თბილისი, კიევი, მილანი… და სამშობლოში დაბრუნება. საქართველოში დაბრუნება.ახალი ეტაპი ცხოვრებაში, ახალი კარიერის დასაწყისი, ახალი გამოწვევები, მიზნები და მათკენ სავალი გზები. 40 წელი თითქოს ბევრია.თან ცოტაცაა,უკმარისობის გრძნობა და მიღწეულით კმაყოფილება ერთმანეთს ენაცვლება. მიუხედავად ბევრი წყენის, გაუგებრობის, უბედურების თუ იმედგაცრუების, არის უფრო ბევრი სიხარული, გამრჯვება და მიღწეულით კმაყოფილება, არის სიყვარული, ოჯახი,შვილები და საყვარელი საქმე.
40 წელი «ჩავხურე»?მადლობა ამ წლებს, რომ მომცა ზრდის საშუალება, მასწავლა, მატარა, გამოცდილება შემმატა. მადლობა ამ წლებს, რომ დამანახა ჩემი შესაძლებლობები, მაშინაც კი, როცა ამის დანახვა არავის სურდა ირგვლივ. მადლობა ამ წლებს, რომ დღეს აქ ვარ და ვაკეთებ იმას რაც მომწონს, რაც მატარებს მომავლისკენ, რაც მაძლევს საშუალებას ვიყო ვიღაცისთვის საჭირო, ვაკეთო სასარგებლო საქმე.
მადლიერი ვარ ჩემი დიდი ოჯახის, თითოეული იმ ადამიანის, ვინც გვერდში დგომით მომცა იმის საშუალება ასე ვიფიქრო, ასე ვგრძნობდე, ასე ვაფასებდე და იმედით ვუყურო მომავალს.მადლობა ყველას მოლოცვისთვის? “- წერს კახა კალაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო
Next post ტყიბულის რაიონში ულამაზესი კანიონი აღმოაჩინეს