უბედური შემთხვევა ჩინეთში – კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

Read Time:23 Second

უბედური შემთხვევა ჩინეთში, მსოფლიო მედიის ყურადღება კვლავ სახალხო რესპუბლიკისკენაა მიმართული. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ის სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოიყენებოდა. ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. პარალელურად კი მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათას გადასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ ორ სახელმწიფოში: კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა.

წყარო:Rustavi2.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: დღეიდან ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს და ამით უკვე პროექტი მთლიანად დასრულდება
Next post ბორჯღალოსნებმა პორტუგალია 39-24 დაამარცხა