“უბედნიერესი ვარ!” – 15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა ამერიკაში “ნიჭიერში” გაიმარჯვა

Read Time:32 Second

15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ში, კონექტიკუტის “ნიჭიერის” გამარჯვებული გახდა. მომღერალმა ამის შესახებ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

“უბედნიერესი ვარ!!! გავიმარჯვე კონექტიკუტის “ნიჭიერში”, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მხარდაჭერისათვის, ყველანაირი სირთულე გადავლახეთ, ყველანაირი გამოწვევა და კონკურენცია და მაინც, მაინც შევძელით გამარჯვება უბედნიერესი ვარ რადგან დღევანდელმა დღემ მე მომცა მოვალის რწმენა, ეს არის პირველი კონკურსი ჩემი პაუზის შემდეგ და ამიტომ ორმაგად ვნერვიულობდი, ამას დაემატა ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს საგულშემატკივროდ სხვა შტატებიდან და ძალიან მინდოდა, რომ ისინი მესახელებინა და გამარჯვებით დასრულებულიყო ეს ყველაფერი! და ასეც მოხდა, უფალი ჩვენთანაა!!!” – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს ქართველი მომღერალი “ოქროს ღილაკით” პირდაპირ ფინალურ შოუში მოხვდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საბავშვო ევროვიზიაზე ნიკო ქაჯაიას მხარდასაჭერად, ისრაელის ელჩმა მის სიმღერაზე იცეკვა. ვიდეო
Next post ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს