ტყიბულში 55 წლის მუშა მიწის და ქვანახშირის მასის ქვეშ მოყვა

Read Time:21 Second

ტყიბულში, ფორჩხიძის ქუჩაზე მდებარე ღია კარიერში 55 წლის მუშა მიწისა და ქვანახშირის მასის ქვეშ მოყვა [კარიერი სამთო საწარმოა, სადაც ღია მეთოდით მოიპოვებენ სასარგებლო წიაღისეულს, ამ შემთხვევაში ქვანახშირს].

შემთხვევა 27 მაისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ახალმა „ალადინმა“ კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო
Next post ილია მეორე – როდესაც დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება