ტყიბულში შახტის გვირაბის დაკვამლიანების შედეგად 5 მეშახტე მოიწამლა

Read Time:41 Second

ტყიბულის შახტის გვირაბში დაკვამლიანების შედეგად ხუთი მეშახტე მოიწამლა. მეშახტეები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გვიან ღამითვე გაწერეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,ძიძიგურის შახტის დახურვის შემდეგ, გადაადგილება ძიძიგურის სახელობის გვირაბიდან გვიხდებოდა, რისი წინააღმდეგიც ვიყავით და ვაპროტესტებდით. სწორედ იქ მოხდა ეს შემთხვევა. ახლა ჰაერი გაწმენდილია ადგილზე და საფრთხე აღარ არსებობს, შესაბამისად ვაგრძელებთ მუშაობას”- განმარტა ონისე საპანაძემ.

კომპანია საქნახშირის წარმოების დარგში დირექტორის მოადგილის, ბადრი არაბიძის თქმით მეშახტეებმა თავი ცუდად იგრძნეს, რისი ზუსტი მიზეზიც, არაბიძის თქმით, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირები გახდა. არაბიძის ინფორმაციით, ხუთივე მეშახტეს ​შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და იმავე საღამოს გაწერეს. შემთხვევა 9 მარტს მოხდა.

რამდენიმე კვირის წინ კომპანიის მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაეხურათ ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია, რის შემდეგაც ნახშირის მოპოვების სამუშაოების საწარმოებლად ძიძიგურის შახტში მეშახტეებს შესვლა მინდელის სახელობის შახტიდან სავენტილაციო გვირაბით მიუწევდათ, რასაც მეშახტეების პროტესტი და აქცია მოჰყვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი – შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მოსწავლეებსა და სტუდენტებს გააცნობენ
Next post ახალი კორონავირუსი — ყველაფერი, რაც მის შესახებ მეცნიერებამ უკვე იცის