ტყიბულში დაღუპული ერთ-ერთი მუშა 25 წლის ახალგაზრდაა

Read Time:25 Second

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების ინფორმაციით, კარიერული წესით ნახშირის მოპოვებია დროს ორი მუშა გარდაიცვალა. მათ შორის ერთ ერთი 25 წლის ახალგაზრდაა.

გაგა ისაკაძის თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა ვარაუდობს, რომ ტრაგედია უსაფრთხოების ნორმების დარღვევას მოჰყვა.

პროფკავშირების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ადგილზე მუშებს საკმარისი რაოდენობის ჰაერი არ მიეწოდებოდათ, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია.

არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლებელია გაზის დაგროვებასაც გამოეწვია. ადგილზე ექპსპერტ – კრიმინალისტები მუშაობენ.

უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის დაბადების დღეა
Next post გვარდიოლა რასიზმში დაადანაშაულეს