ტყიბულის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ბრინჯაოს მედლის მფლობელი საკალათბურთო გუნდის ტყიბულის „ორბის“ საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძემ, გუნდს მიღწეული უმნიშვნელოვანესი ისტორიული შედეგი მიულოცეს, მომავალი წარმატებები უსურვეს და მადლობის სიგელები გადასცეს. მუნიციპალიტეტის მერმა გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებული მადლობა მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ტომარაძეს გადაუხადა. გუნდის სამწვრთნელო შტაბმა მადლობის სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდოებიც მიიღო.
ღონისძიებას გულშემატკივრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

