ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით, – ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.
რეზაის განცხადებით, კასპიის ზღვაში უკრაინის მიერ ირანულ გემზე დარტმის საპასუხოდ თეირანი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის მზად იყო.
„მაგრამ, ამის შემდეგ ქვეყანამ [უკრაინა] ბოდიში მოიხადა და ჩვენ შეტევა გავაუქმეთ“, – აღნიშნა ხამენეის მრჩეველმა.
ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, ირანი შავ ზღვაში მდებარე უკრაინის საზღვაო პორტზე თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა. გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობის განმუხტვა უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის საუბრის შემდეგ მოხერხდა.

