ტრეფიკინგის მსხვერპლი ექვსი ქართველი ქალი გამოიხსნეს
თურქული მედია ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაციიის დეტალებზე წერს. ჟურნალისტების ცნობით, ადანას პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ექვსი ქართველი ქალი გამოიხსნეს, რომლებსაც პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს.
როგორც თურქული მედია წერს, სპეცოპერაცია 4 მაისს ჩატარდა და მასში 300 სამართალდამცველი, მონაწილობდა. მზადება ოპერაციისთვის 3 თვე გრძელდებოდა, პოლიციამ დრონებიც გამოიყენა. წინასწარ გადაიკეტა გზატკეცილი, რომ დამნაშავეები არ მიმალულიყვნენ.
ჟურნალისტების ცნობით, კოზანის რაიონში მდებარე 3 სახლში სულ რვა ქალი იმყოფებოდა.
ადგილზე მისულ პოლიციას 30 წლის ოლესია ვ. დახვდათ, რომელმაც პოლიციის გამოჩენისთანავე კარი ჩაკეტა. სამართალდამცავებს კარის ძალის გამოყენებით გაღება მოუწიათ.
მსხვერპლთა ნაწილი კარადებში იყო ჩაკეტილი.
ჩხრეკის დროს ამოღებულია ერთი პისტოლეტი და სამი შაშხანა. სახლში იმყოფებოდნენ პიტბულის ჯიშის ძაღლები, რომლებითაც ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს აშინებდნენ.
როგორც გამოძიებამ გაარკვია, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში მოტყუებით ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას პირდებოდნენ. სამართალდამცავების თქმით, ერთ ქალთან გაფორმებული კონტრაქტის სანაცვლოდ ეჭვმიტანილები 100-400 ლირის ოდენობით ჰონორარს იღებდნენ. ასევე ერიცხებოდათ მათ მიერ თურქეთში ჩაყვანილი ქალის პროსტიტუციის შედეგად მიღებული შემოსავლის 50%.
პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო 75 ათასი ლირა და საბუღალტრო წიგნი, რომელშიც პროსტიტუციაში ჩართული ქალების შემოსავლები იყო ნაჩვენები.
პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის საქმეზე დაკავებულია 18 ადამიანი. როგორც პოლიციამ დაადგინა, ისინი და მათი ნათესავები დანაშაულებრივ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდნენ და მილიონობით ლირა აქვთ მიღებული. დამნაშავეებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. საქართვლოს ექვსი გათავისუფლებული მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – ირკვევა, რომ გიორგი ფირაშვილი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა
რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პატიმრობის...
რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რას ჰყვებიან თვითმხილველები
რუსთავში მომხდარი სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი კაცი, რომელმაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, 27 წლის გიორგი ფირაშვილია. მან მეუღლეს,...
აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების...
შსს – ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა. როგორც შინაგან...
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პრაიმტაიმის“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
დააკავეს 23 წლის ძმა, რომელიც ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, რის შემდეგაც, მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული...