ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება კიუშუ ბაშოზე

Read Time:37 Second

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე სუმოს წლის დასკვნით სუპერტურნირ კიუშუ ბაშოზე მაკუუჩი დივიოზიონის მე-3 დღის, ორთაბრძოლები შედგა.

სეკივაკეს რანგში მოასპარეზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა შემოდგომის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ იაპონელი კომოსუბი ენდო დაამარცხა.

ჩვენებურმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილს ჰატაკიკომის ილეთით სძლია.

განვლილი 3 ბრძოლის შემდეგ ტოჩინოშინს 1 მოგება და 3 მარცხი გააჩნია.
ლევანს, ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დასაბრუნებლად, კიდევ 9 გამარჯვების მოპოვება ესაჭიროვება.

ხვალ, გორგაძის წინააღმდეგ აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა იაპონელი ჰაკარაფუჯი წარსდგება.
მას ტოჩინოშინის მსგავსად, მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 1-2 გააჩნია.

გუშინდელი მარცხის შემდეგ, გამარჯვება ლეგენდარულმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მოიპოვა.
,,თეთრმა ფენიქსმა” კომოსუბი ასანოიამა სუკუინაგეს ილეთით დაამარცხა.

ხვალ, დოჰიოზე ჰაკუჰოს პირისპირ აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ოკინოუმი დადგება.

კიუშუ ბაშოზე ჯერჯერობით წაუგებლები მე-16 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე, მე-10 მეგაშირა შოდაი და მე-9 მაეგაშირა იუტაკაიამა არიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი-აფრიკული მოხატული ძაღლი შეემატა
Next post ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.