„ტვ პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან დავალიანების გადაუხდელობის გამო გაითიშა

Read Time:19 Second

„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან გაითიშა. „სტერეო პლუსის“ დამფუძნებლის, დავით ზილფიმიანის განმარტებით, მიზეზი დავალიანებაა, რომელიც ამ არხებმა გაფრთხილების მიუხედავად, არ გადაიხადეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში 3 არხს მაუწყებლობა აღუდგება.

„გადაწყვეტილების მიღებაში მე არ ვმონაწილეობ. დავალიანების გამო გაეთიშათ მაუწყებლობა. სამივე ტელევიზიას გაეგზავნა გაფრთხილება, მაგრამ არ გადაიხადეს. იმედი მაქვს, გადაიხდიან და აღდგება მაუწყებლობა. ეს მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: თუ რამე კარგი კეთდებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა დამფინანსებელი, მაშინ არ იყო ოლიგარქი, ახლა გახდა?
Next post ბრიტანული მედია – ილონ მასკი „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე პუტინს ესაუბრა