ირაკლი ზარქუა: თუ რამე კარგი კეთდებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა დამფინანსებელი, მაშინ არ იყო ოლიგარქი, ახლა გახდა?

Read Time:1 Minute, 31 Second

თუ რამე კარგი კეთდებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა დამფინანსებელი, მათ შორის ჯარის, პოლიციის შესაბამისი აღჭურვა, მაშინ არ იყო ოლიგარქი, თვითონ იწერდნენ ყველაფერს, ხმას არ იღებდნენ, როდესაც მათ ხელფასებს ურიგებდა, ცალკეულ სამინისტროებს აფინანსებდა, კულტურის მუშაკებს, ყველა სექტორს და სეგმენტს აფინანსებდა, ახლა გახდა ოლიგარქი, იმიტომ, რომ ტირანია დაამარცხა ქართველ ხალხთან ერთად და უკვე აღარ მოსწონთ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ეს არის საერთაშორისო კანონი, რომელიც საერთოა ყველასთვის, აქედან გამომდინარე, არ მოსწონთ, რადგან შეეხება ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებელს, ლელოს დამფინანსებელს, ახლად გამოჩეკილ ოლიგარქ კეზერაშვილს, წაგებული ომის მინისტრი რომ იყო და მერე გამდიდრდა, ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიცია კი ამბობს, რომ კანონი მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილს უნდა მოერგოს.

ირაკლი ზარქუას აზრით, ეს კანონი მისაღებია და მოხდება ლუსტრაცია, ვინ მოხვდება და ვინ არა, სწორედ ამის ეშინია რადიკალურ ოპოზიციას.

„ოლიგარქი არის ოლიგარქი, ეს არის საერთაშორისო კანონი, რომელიც საერთოა რუსეთისთვისაც, მოლდოვისთვისაც, უკრაინისთვისაც, ჩვენთვისაც და ყველასთვის, აქედან გამომდინარე, არ მოსწონთ, იმიტომ, რომ შეეხება ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებელს, ლელოს დამფინანსებელს, 90-იანი წლებიდან მოდიან ხო, ახლად გამოჩეკილ ოლიგარქ კეზერაშვილს, წაგებული ომის მინისტრი რომ იყო და მერე გამდიდრდა, ნაციონალურ მოძრაობას შეეხება.
ბუნებრივია, ახლა უკვე აღარ აინტერესებთ, არ უნდათ, ამბობენ, რომ მაინცდამაინც უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს. ეს ადამიანი იცით ვინ არის? „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს თუ რამე კარგი კეთდებოდა, თურმე ეს ადამიანი ყოფილა დამფინანსებელი, მათ შორის ჯარის, პოლიციის შესაბამისი აღჭურვა, ამის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, მაშინ არ იყო ოლიგარქი, თვითონ იწერდნენ ყველაფერს, ხმას არ იღებდნენ, როდესაც მათ ხელფასებს ურიგებდა, ცალკეულ სამინისტროებს აფინანსებდა, როცა ჩვენს კულტურის მუშაკებს, ყველა სექტორს და სეგმენტს აფინანსებდა, მაშინ არ იყო ოლიგარქი, მაგრამ ახლა უკვე გახდა, რატომ, იმიტომ, რომ ტირანია დაამარცხა ქართველ ხალხთან ერთად და უკვე აღარ მოსწონთ.

ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის მოვიდა ხელისუფლებაში, თავისი ნებით გადააბარა ხელისუფლების მართვა. არც აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და არც არის ჩარეული პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ეს კანონი უნდა მივიღოთ და მოხდება ლუსტრაცია, ვინ მოხვდება და ვინ არა, სწორედ ამის ეშინია რადიკალურ ოპოზიციას“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძეზე: აი, ეს „სულთამხუთავი” რომ ოლიგარქობაზე და სანქციებზე ილაპარაკებს, მიწა არ უნდა გასკდეს? სფერო არ დატოვეს ამ ნაძირალამ და მისმა კომპანიონებმა სადაც წილები არ ჰქონოდათ…
Next post „ტვ პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან დავალიანების გადაუხდელობის გამო გაითიშა