ტედროს გებრეიესუსი – არავინაა უსაფრთხოდ, ვიდრე ყველა უსაფრთხოდ არ იქნება

Read Time:22 Second

არავინაა უსაფრთხოდ, ვიდრე ყველა უსაფრთხოდ არ იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, „კოვიდ-19“ ყველაზე მასშტაბური ლოჯისტიკური გამოწვევაა.

გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლა კოლექტიური უნდა იყოს და საჭიროა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა.

„კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ქვეყნებმა წარსულის შეცდომები არ გაიმეორონ. თავიდან უნდა ავირიდოთ ვაქცინის ნაციონალიზმი. ესაა მომავალი ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი განაწილების ერთადერთი საშუალება“, – აღნიშნა გებრეიესუსმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: რა დეკლარაციაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, საზოგადოებაში პანიკურ ატმოსფეროს მაინც ვერ ჩამოაყალიბებენ
Next post „ქართული ოცნების“ ლიდერებმა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში ახალაშენებული სკოლა დაათვალიერეს.