ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

Read Time:27 Second

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 73კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი  დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბელგიელ მატიას კასეს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში ულამაზესი გდებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები უმედლოდ იყო.

საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მომდევნო დღეებში იასპარეზებენ:

ვაჟები: ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები:  სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

ტურნირის განრიგი:

10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ,11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ, 12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ,13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გვაქვს მტკიცე არჩევანი, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ვერავინ შეცვლის ამ არჩევანს
Next post მიხეილ ყაველაშვილი: Credit Suisse -თან დაკავშირებით შანტაჟის მაგვარი პროცესები მიმდინარეობდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ