0 0
Read Time:31 Second

ქართველი ოლიმპიელები გრიგოლეთში. მორიგი სახალხო ზეიმი შავიზღვისპირეთის ულამაზეს კურორტზე “სფერო ჰოლდინგის” ორგანიზებით გაიმართა.

კომპანიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და სპორტსმენები, რომელთაც საქართველო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოაქციეს, საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა. სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, ქართველ-ოლიმპიურ ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ილია სულამანიძეს, გრიგოლეთში, საცხოვრებელ კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში”  საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტები გადაეცათ.   სახელოვანი სპორტსმენები, გრიგოლეთს, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ.
სიმბოლური გასაღების გადაცემის შემდეგ, სპორტსმენებმა კომპანიის დამფუძნებელთან ერთად, აწ უკვე მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი აპარტამენტები დაათვალიერეს. ღონისძიება საზეიმო ვახშმით გაგრძელდა, გრიგოლეთში მორიგი დაუვიწყარი საღამო შედგა!
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მულტიფუნქციურმა კორპორაცია “სფერო ჰოლდინგმა” ახლო წარსულში საცხოვრებელი აპარტამენტი გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურს გადასცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები