სუს–მა “სოციალისტური საქართველო” გააფრთხილა, რომ 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკა არ გამოიყენოს

Read Time:41 Second

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სოციალისტური საქართველო” წერილობით გააფრთხილა, რომ 9 მაისის აქციაზე საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა არ გამოიყენოს.

აღნიშნული წერილი სოციალისტური საქართველოს ლიდერმა ვალერი კავარცხელია ფეისბუკზე გამოაქვეყნა. წერილის ავთენტურობას სუს–ც ადასტურებს.

“თავისუფლების ქარტია” საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად მოგმართავთ, არ დაუშვათ და აღმოფხვრათ ზემოხსენებულ ღონისძიებებზე [9 მაისს] კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინაარმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ნორმები”, – წერია წერილში.

კანონი არ ვრცელდება კერძო პირებზე, მაგრამ კანონი ადგენს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება არ შეიძლება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე, მოედნებისა და ქუჩების სახელდება, ასევე თავშეყრის და საჯარო ადგილებში ამ სიმბოლიკის გამოყენება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174(16) მუხლის მიხედვით, გაფრთხილების მიუხედავად, თუ პირი გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, იგი 1000 ლარით დაჯარიმდება.

წერილის საპასუხოდ, ვალერი კვარაცხელია არ ეთანხმება ამ აკრძალვას და ფეისბუკზე მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, რომ მივიდნენ 9 მაისს ვაკის პარკში დადგეგმილ აქციაზე.

netgazeti.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს ენრიკე იგლესიასის დაბადების დღეა
Next post Met Gala 2018 და საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავების ფოტოები წითელი ხალიჩიდან