სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Read Time:27 Second

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას გეგმავს, გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილითაა დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

„გარდა ამისა, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.

ცნობისთვის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას ამ დელეგაციაში. მისი თქმით, ამის თაობაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ მრავალპარტიული დელეგაცია გაემგზავრა უკრაინაში. ასევე მიხარია, რომ პოზიტიური საუბარი შედგა საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის
Next post იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ყვარლის რაიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის პრეზენტაციას გამართავს