სუს-ი საოკუპაციო ძალებს და დეფაქტო ხელისუფლებას მიმართავს  

Read Time:35 Second

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. ცხელი ხაზის მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლებასთან ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხზე“, – აღნინულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს.23 თებერვალს, გაამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფსიქოლოგების კვლევით ,,სელფი” აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომია
Next post სამინისტრომ ხევსურეთში გზის მშენებლობის შესახებ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დაიწუნა