სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ საუნივერსიტეტო გუნდს შეხვდა

Read Time:1 Minute, 52 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ფრენბურთში საქართველოს 2023 წლის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ ვაჟ ფრენბურთელთა საუნივერსიტეტო გუნდს შეხვდა, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს ჩემპიონი გუნდის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუდენტ ფრენბურთელთა გუნდსა და მწვრთნელებს საქართველოს წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეული გამარჯვება მიულოცა და სამომავლო წარმატებები უსურვა. სტუ-ის რექტორის განცხადებით, სასიხარულოა, რომ საუნივერსიტეტო სპორტი, კულტურა და თვითშემოქმედება აღმავლობის გზაზეა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აქტიურად ვითარდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ ფრენბურთელთა გუნდმა, ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეული გამარჯვებით, თავიანთ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანეს. ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს ეროვნულ ჩემპიონობას და ვუსურვებთ, კიდევ არაერთგზის მოეპოვებინოთ დიდი გამარჯვება. ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტში აღმავლობის გზაზეა და აქტიურად ვითარდება სტუდენტური სპორტი, კულტურა და თვითშემოქმედება, რაშიც ახალგაზრდებს ყოველთვის ექნებათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერა. არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ პრესტიჟულ ტურნირებში მონაწილეობა და გამარჯვება ჩვენს სტუდენტებს და მათთან ერთად უნივერსიტეტს, უქმნის ძლიერ მოტივაციას, უფრო მეტად განავითარონ საუნივერსიტეტო ცხოვრების ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, გაუწიონ პოპულარიზაცია სპორტულ სახეობებს და მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა მოიზიდონ სტუდენტურ გუნდებში. ამ გზით, შევძლებთ ერთად და ღირსეულად გავაგრძელოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრადიციები“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა ფრენბურთში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონ გუნდსა და მწვრთნელებს სიგელები გადასცა, წარმატებები უსურვა და უნივერსიტეტის სახელით, სამომავლო ასპარეზობისთვის მხარდაჭერა აღუთქვა.

სტუ-ის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდს დამსახურებული გამარჯვება საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ქართველიშვილმა მიულოცა და უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას ფრენბურთის სახეობის მხარდაჭერისა და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, იკვეთება პერსპექტივა, რომ ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, უნივერსიტეტის ადმნისტრაციასთან შეთანხმებით, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი სტუ-ის ფრენბურთელთა გუნდი საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობისთვის წარადგინოს.

როგორც სტუ-ის ფრენბურთელთა გუნდის კაპიტანმა, სტუდენტმა თავით ცხომარიამ აღნიშნა, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება სწორედ იმ ერთობლივი ძალისხმევით მოხდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით, როგორც გუნდის მწვრთნელებსა და სტუდენტ სპორტსმენებს, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. გუნდის კაპიტანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის სტუდენტებს მთელი ტურნირის მანძილზე გამხნევებისა და გულშემატკივრობისთვის, რამაც გუნდს გამარჯვების მოსაპოვებლად ძლიერი იმპულსი მისცა.

ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ გადამწყვეტ მატჩზე, რომელიც ქალაქ თელავის სპორტის სასახლეში გაიმართა, სტუ-ის ფრენბურთელთა გუნდმა ბათუმის გუნდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა და წლევანდელი ეროვნული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: იტალია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ, ყველას