ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ, ყველას

Read Time:1 Minute, 56 Second

რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ. ეს პოლიტიკური გაერთიანება, ევროპელი სოციალისტების გაერთიანება, 2015 წლიდან ჩვენ ვართ არა წევრი, არამედ დამკვირვებლის სტატუსით ვართ. ჯერ დამკვირვებელი იყო 8 წელი, რა უბედურებაა, მაგრამ კარგი გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გაერთიანება ნელ-ნელა ტრანსფორმირდა.

„ეს პარტია, ეს გაერთიანება, ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო, იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, იგივე მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში, ნული მხარდაჭერა, იგივე რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა სამარცხვინო და უსამართლო და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის, კაცმა, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა. და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20% ჩააბარა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა, გააუპატიურა, დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა. ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, დიდმა ნაწილმა, 30-მა პროცენტმა ამ პარტიის. მაშინ გახდა პირველი ბზარი და მანამდეც უკვე დაწყებული იყო, ეს ერთი და მერე მეორე, ჩაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი, კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და ისევ კეზერაშვილს იცავენ. კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოგიყვანოთ, ვინ იყო ინიციატორი აი იმ ანტიქართული რეზოლუციის, ხომ არ შემახსენებთ, EPP, ანუ ამ “ნაციონალური მოძრაობის” პარტია, ვინც მაშინ, როდესაც უნდა მიეღო ევროპას ისტორიული გადაწყვეტილება, ჩვენთვის უნდა მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი, რეალურად, საპირისპირო, საწინააღმდეგო განცხადებას და რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. იქ თან ბევრი გაუგებრობები მოხდა. იგივე, მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, CPAC-ზე, სადაც პრეზიდენტები დადიან ამერიკის და კონგრესმენები, ძალიან ბევრი გამოჩენილი პოლიტიკოსი და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე, თქვეს, რომ ანტი ლგბტ ფრაზები გამოიყენაო და ეროვნულ კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ.

ასევე დღეს პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, დავაკვირდებით, იგივე არსებობს კონსერვატიული გაერთიანება, სხვებიც არსებობენ და სხვა პარტიებთან, ასე ვთქვათ, დავპარტნიორდებით. ასე რომ, აქ არაფერი არ ხდება, მგონი მომწიფდა ეს სიტუაცია, ისინი ამზადებდნენ, ივნისში დააანონსეს, ჯერ როგორ შეიძლება, შეურაცხმყოფელია ხომ ეს დამოკიდებულება, თუ პარტნიორები ვართ და თუ რაღაც კოლეგიალობაზეა საუბარი, გავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, მხარი დაგვიჭირეთ, აგვიხსენით. ამიტომ, ეს იყო მიუღებელი. ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ, ყველას. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ საუნივერსიტეტო გუნდს შეხვდა
Next post ნიკა მელია: დარწმუნებული ვარ ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პუტინის მიერ, შეთანხმებული იყო „ქართულ ოცნებასთან“