სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე საგრანტო პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ

Read Time:44 Second

თორნიკე ჭეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ მათ სამინისტროს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.  სტუდენტები პროგრამის მიმართულებებით დაინტერესდნენ და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრებს თორნიკე ჭეიშვილთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილიც ესწრებოდა.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს  პრიორიტეტული მიმართულებებია:

1.      სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;

2.      ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;

3.      სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20 000 ლარს შეადგენს.

საბუთების მიღების ბოლო ვადა 2022 წლის 24  ნოემბერი.

 

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი გასულ წელსაც ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებში 14 პროექტი განხორციელდა.

საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

საგრანტო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტები მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით მხოლოდ ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
Next post ირაკლი კობახიძე: მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა