ირაკლი კობახიძე: მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა

Read Time:56 Second

მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა, რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება.

„სულ რაღაც ორი დღის წინ თუ გუშინ გამოვიდა მთელი ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვეუბნება რომ თურმე არ შეიძლება კუბილიუსზე ან შაჰინზე რაიმე ცუდის თქმა. მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა. რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც შეფასებები, მითუმეტეს აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამეს – ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება, მაგრამ მე მგონი ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ჩვენ თანაბრად ვუფრთხილდებით როგორც დასავლური ინტეგრაციის მიზანს, ასევე ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე საგრანტო პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ
Next post ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი, კორუფციის სიმბოლო, აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას