„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

Read Time:42 Second

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

პარტიების წარმომადგენლები ამომრჩეველთა ხმების დაცვის საერთო გეგმაზე მსჯელობენ, რასაც მათ მიერ აგვისტოში გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ოპოზიციის თანამშრომლობა არის ფუნდამენტური და გადამწყვეტი ამ საკითხებში. დღეს ვისაუბრებთ კონკრეტულად იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კოორდინაციისთვის, რათა მონიტორინგი გავუწიოთ როგორც კენჭისყრის პროცესს არჩევნების დღეს, ასევე შეტყობინების სისტემა ავაგოთ, რომ ერთმანეთს  გავუზიაროთ დარღვევების შესახებ ინფორმაცია და ასევე, დავეხმაროთ ამ დარღვევების აღკვეთაში.

დამსხვრეული ოცნებების პარტიის მხარდაჭერის ძალიან სწრაფმა ვარდნამ გამოიწვია აგონიური ქმედებები მათი მხრიდან. ისინი აბსოლუტურად უადგილოდ აკავებენ ადამიანებს. მაგალითად, ასე იყო გუშინწინ, როდესაც კანონსაწინააღმდეგოდ დააკავეს ჩვენი წარმომადგენლები, პარტიული სიის იმუნიტეტის მქონე ადამიანებიც კი დააკავეს და აგრესიულ ქმედებებზე არიან გადასული. ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ კანონის დაცვით და რაც მთავარია, 31 ოქტომბერს უნდა გავისტუმროთ ეს ხალხი, არჩევანი არის მარტივი, საქმის მკეთებელთა გუნდი ან ფულის მკეთებელთა გუნდი“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება
Next post კახა კალაძე: თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობის სამუშოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება