კახა კალაძე: თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობის სამუშოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება

Read Time:35 Second

19 ოქტომბრიდან თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობის სამუშოები დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მემა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე სხდომაზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მერიისთვის საჩუქრად გადაცემის საკითხს გამოეხმაურა და ამისთვის ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება რეკრიაციული სივრცეები, პარკები, სკვერები. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში და რა ტქმა უნდა, ჩვენ ამ ტენდენციას ვაგრძელებთ, რათა ჩვენი ქალაი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად მოწესრიგებული, სადაც ადამიანებს ჰაერის დბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები არ ექნებათ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის დასრულებას ორი წელი დასჭირდება და საზოგადოებას ამაზე ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
Next post კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში, თბილისში კი 111 დაფიქსირდა