სტრატეგია „აღმაშენებელი“ – სოციალური ქსელების ანალიზის მიხედვით, გიორგი ვაშაძის მიმართ მოქალაქეთა ინტერესი სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე გიორგი გახარიასა და კახა კალაძის

Read Time:47 Second
სტრატეგია „აღმაშენებელის“ გუნდის ინფორამციით, სოციალური ქსელების ანალიზის მიხედვით, გიორგი ვაშაძის მიმართ მოქალაქეთა ინტერესი და ჩართულობა სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე გიორგი გახარიასა და კახა კალაძის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტრატეგია „აღმაშენებელიდან“ აცნობეს.
 
მათივე ინფორმაციით, სტრატეგია „აღმაშენებელის“ გუნდმა სოციალურ ქსელში, რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით, ქართველ პოლიტიკოსთა გვერდების რეიტინგები და ამ გვერდებზე მომხმარებელთა ჩართულობის შედეგები შეაფასა.
 
„კვლევის შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე აქტიური და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეა. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერ ლიდერს სოციალურ ქსელში ყველაზე უფრო აქტიური და სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან შედარებით მეტი რეიტინგი აქვს.
 
რეიტინგების გადამოწმება „ფეისბუქ“ გვერდების მფლობელებს მარტივად შეუძლიათ, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის ჩართულობის (Engagement) კომპონენტი, რომელიც მოიცავს აუდიტორიის ნებისმიერ აქტივობას კონკრეტული გვერდის პოსტებზე – ლაიქებს, კომენტარებს, გაზიარებებს, ბმულზე გადასვლას და ა.შ. რაც კარგად ასახავს საზოგადოების ინტერესს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და მათი ოფიციალური გვერდების მიმართ. მოქალაქეთა ინტერესისა და ჩართულობის მიხედვით გიორგი ვაშაძე 3-ჯერ უსწრებს, მაგალითისთვის, გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს“, – აღნიშნულია სტრატეგია “აღმაშენებელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი -საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კარგი შედეგები აქვს, რაც ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს
Next post გიორგი ვოლსკი: არის მიშას კლასტერი, არის ხელისუფლება და არის მუდმივი დესტრუქციის მცდელობა