გია ვოლსკი -საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კარგი შედეგები აქვს, რაც ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს

Read Time:1 Minute, 24 Second

კომისიის შექმნაზე საუბრობენ, რომ ახლა იქ გადავიტანოთ ეს გაუგებარი ჯაჯგური, რომელსაც გვთავაზობენ, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„საპენსიო სისტემა რომ დაინგრევა, მერე იმას დაგიდებენ წინ, საპენსიო სისტემაც ვერ შექმენი, ესეც დაანგრიე და უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვეო. მოდით, გავიხსენოთ 2008-2009 წლებში, კრიზისულ პერიოდში როგორი იყო ხუთი თუ ექვსი მილიარდის ხარჯვის სისტემა. ახლახან გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძემ პაკეტი. სოციალური პაკეტის რვა მიმართულება იყო, 12 თუ 11 ეკონომიკური პაკეტის და ყველა მიმართულებით დანახარჯი იყო ნული. ახლა შევადაროთ, რა თანხებზეა ლაპარაკი, ბიუჯეტს რომ ედავებიან. ამბობენ, სამ მილიარდი კი არ არის საკმარისი, ათი მილიარდია საჭიროო და რაღაც ჰაერში გარტყმულ ციფრებზე საუბრობენ. კომისიის შექმნაზე საუბრობენ კიდევ, რომ ახლა იქ გადავიტანოთ ეს გაუგებარი ჯაჯგური, რომელსაც გვთავაზობენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აღნიშნული განცხადება გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ გეგმებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობის და ბიზნესის დასახმარებლად ნაციონალური გადაწყვეტილებები მიიღო.

„შეიძლება, თქვენი მაყურებელი ზის და ვინმე ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ გაკეთდა ყველაფერი, რაც შეიძლება, სახელმწიფომ გააკეთოს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ჩამოშლამდე არმისული, მაგრამ თითქმის, ჩამოშლილი ტურიზმის ხაზით და ინფრასტრუქტურული პროექტების ხაზით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში კარგი შედეგები აქვს, რაც ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს.

„ისიც არაა მოსაწონი, უცხო ქვეყნებთან ნიშნის მოგებით შედარებები რომ კეთდება. მთავარი არის სიბრძნე. ყველაფერზე შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელო, შედეგები კი არსებობს და ამაზე არიან გადარეული. ასე არ შეიძლება, ყველა წამოძახილზე ვთქვათ, რომ ექიმებს დავუძახოთ და მუშტი დავარტყათ, იმათ კიდევ ნერვები იწყვიტონ, როცა ისედაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ზომების შემსუბუქების პროცესი, რომელიც მთავრობამ და საკოორდინაციო საბჭომ პარლამენტის მონაწილეობით შემოგვთავაზა, არ არის კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველა უნდა დაფიქრდეს, რასთან გვაქვს საქმე და ამ ყველაფრიდან პოლიტიკა უნდა გამოიყოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადისგან სამი თვით თავისუფლდება
Next post სტრატეგია „აღმაშენებელი“ – სოციალური ქსელების ანალიზის მიხედვით, გიორგი ვაშაძის მიმართ მოქალაქეთა ინტერესი სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე გიორგი გახარიასა და კახა კალაძის