სტრასბურგის სასამართლომ, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

Read Time:53 Second

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR), საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის წინააღმდეგ, რომლითაც იგი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და გაძევების გამო მისი უფლებების დარღვევის აღიარებას ითხოვდა, დაუშვებლად ცნო.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ”,  საჩივარი დაუშვებლად ერთხმად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა”, – ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებატა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

საქმე ეხებოდა სააკაშვილის განცხადებას, რომელიც 2015 წელს უკრაინაში მოღვაწეობდა და უკრაინის პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობას იღებდა.

სააკაშვილი 2017 წელს, როდესაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, უფლებების სხვადასხვა დარღვევაზე საუბრობდა, ხოლო 2018 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, იგი დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს.

სააკაშვილი ეყრდნობოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), 5§1 (უფლება თავისუფლებაზე და პირის უსაფრთხოებაზე), 6§2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია), მე-8 მუხლს (პირადი ცხოვრებისა და საცხოვრებელი სივრცის პატივისცემის უფლება), მე-11 მუხლს (შეკრების თავისუფლება), მე-13 მუხლს (სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება) და მე-18 მუხლს (შეზღუდული უფლებების გამოყენების შეზღუდვა).

ყველა საჩივარში, გარდა ერთისა, სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა არ გამოიყენა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება, ხოლო დანარჩენი საჩივრები – მე-13 მუხლის მიხედვით – აშკარად უსაფუძვლო იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ნაცვლიშვილი: ე.წ. “ქენსელ ქალჩერის” ორგანიზატორებს, შინ და გარეთ, მტაცებლური ინსტიქტები ამოძრავებთ – თავს დაუხრი, ენას მოუჩლექ და შეგჭამენ – ამით ჰგვანან ისინი კრიმინალებს
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 307 სტუდენტს სერთიფიკატები გადასცეს