ლაშა ნაცვლიშვილი: ე.წ. “ქენსელ ქალჩერის” ორგანიზატორებს, შინ და გარეთ, მტაცებლური ინსტიქტები ამოძრავებთ – თავს დაუხრი, ენას მოუჩლექ და შეგჭამენ – ამით ჰგვანან ისინი კრიმინალებს

Read Time:48 Second

ე.წ. “ქენსელ ქალჩერის” ორგანიზატორებს, შინ და გარეთ, მტაცებლური ინსტიქტები ამოძრავებთ – თავს დაუხრი, ენას მოუჩლექ და შეგჭამენ. სწორედ ამით ჰგვანან ისინი კრიმინალებს – წერს ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება ნუცა ბუზალაძს გარშემო განვითარებულ მოვლენებს:

რა გვასწავლა ნუცა ბუზალაძის ქეისმა? ის, რომ ქენსელი გამოიწვია ან, როგორც მინიმუმ, წაახალისა მისმა ბოდიშმა. უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. “ქენსელ ქალჩერის” ორგანიზატორებს, შინ და გარეთ, მტაცებლური ინსტიქტები ამოძრავებთ – თავს დაუხრი, ენას მოუჩლექ და შეგჭამენ. სწორედ ამით ჰგვანან ისინი კრიმინალებს. ქურდული ეპოსის თანახმად, უხსოვარ დროში, ქურდულ გარჩევაზე, სომეხმა ქურდმა, მეტსახელად – “სვომ”, აცდუნა არსენა მიქელაძე, ბოდიში მოიხადე და ჩავფარცხოთ კონფლიქტიო.- Простите, воры, – მიმართა თურმე “სხოდკას” არსენამ;- Я тебя не прощаю, а в рот @@@, какой ты вор, прощение просишь! – დაურტყა პენალტი “სვომ” და არაქურდად დატოვა. ბევრი დრო და ძალისხმევა დასჭირდა არსენას სახელის დასაბრუნებლად, არადა, მის მიმართ პრეტენზია, ნუცასი არ იყოს, სასაცილომდე უბრალო იყო – “ოპერთან” მარტო რატომ დადიოდი ზონაში, ცოცხალი კაცი უნდა გეტარებინა იმის დასტურად, რომ სუფთა ხარ და არ თანამშრომლობდიო, აკადრეს, იმ სამყაროს განზომილებით, ფილარმონია კაცს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა თამარ ჩერგოლეიშვილზე: იცნობდეთ! ქართველი „ჟანა დ’არკი“ და მისი ერთგული „რაინდი“ გიგა ტარასკონელი!
Next post სტრასბურგის სასამართლომ, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო