სტოლტენბერგი: ნატომ დაინახა იმის ნიშნები, რომ ჩინეთი განიხილავს და შესაძლოა გეგმავდეს რუსეთისთვის იარაღის გაგზავნას

Read Time:42 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ დაინახა იმის ნიშნები, რომ ჩინეთი განიხილავს და შესაძლოა გეგმავდეს რუსეთისთვის იარაღის გაგზავნას.

„ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ იმის ნიშნები, რომ ისინი ამას განიხილავენ და შესაძლოა გეგმავდნენ ამას და ეს არის მიზეზი იმისა, რომ შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები ძალიან მკაფიოდ აფრთხილებენ [პეკინს] ამის შესახებ. ჩინეთმა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის უკანონო ომს, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

22 თებერვალს, პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ჩინეთისთვის შედეგები დადგება, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.

20 თებერვალს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის წითელი ხაზი იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს გაუგზავნის.

გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას პოტენციურად განიხილავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ივანიშვილი რუსულ საქმეებს ვერ მავალებდა, რადგან მე მისთვის მარტივად შემეძლო მეთქვა – არა
Next post თამარ ჩიბურდანიძე: მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ მსგავსი კანონების მიღებით შევძლებთ საქართველოს თვითმყოფადობის გამყარებას – ქვეყანას იარაღი ვერ დაიცავს, ამისთვის კანონის უზენაესობაა საჭირო