სპეციალური პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა

Read Time:48 Second

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სამსახურის მიერ დაწესებულ, რაიმე ახალი სახის შეზღუდვის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

„მსჯავრდებული მ. სააკაშვილი საკუთარი უფლებების შესახებ სრულად ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის შემდგომი მოხდა, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განესაზღვრა. „პატიმრობის კოდექსის“ 65-ე მუხლის თანახმად კი, ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება საკანში, უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი. მსჯავრდებული მ.სააკაშვილი ასევე ინფორმირებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია, ჰქონდეს ორი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ერთი, დამატებითი, ხანგრძლივი პაემანი.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მ. სააკაშვილი იმყოფება N12 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისივე თანხმობის შესაბამისად, უტარდება ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, იღებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა რეგულარულ კონსულტაციებს და მკურნალობს დანიშნულების შესაბამისად. აქვე, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებს ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა “ქართულ ოცნებას” – სხვაგვარად, ივანიშვილის დამარცხება რეალური არ არის
Next post მამუკა მდინარაძე – დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარიას პარტია არის „ნაცმოძრაობის“ დანამატი, არავის ეშინია მათი კოალიციის