მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა “ქართულ ოცნებას” – სხვაგვარად, ივანიშვილის დამარცხება რეალური არ არის

Read Time:27 Second

მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია “საქართველოს” წევრის არჩევას და აცხადებს, რომ დღეს სტრატეგიული მიზნის ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ.

“ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა ქართულ ოცნებას. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კონკრეტული პარტიის და მისი ხელმძღვანელის მიმართ, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ხშირად, არცთუ სასიამოვნო ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

დღეს სტრატეგიული მიზნის ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ. სხვაგვარად, ივანიშვილის დამარცხება რეალური არ არის.

წინ ბათუმი და სენაკია – უნდა გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას საკრებულოები და პირადი დამარცხება ვაგემოთ ივანიშვილს. ფორმულა კვლავ უცვლელია – ყველა, ერთის წინააღმდეგ.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილი: აღასრულა ივანიშვილმა თავისი ოცნება, უკანასკნელი საპარლამენტო მანდატიც წაგვართვა
Next post სპეციალური პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა