სოფო ჯაფარიძე – არჩევნები სრულიად უადგილო იყო, მაგრამ რადგან ტარდება, მხარს ვუჭერ სიმართლეს, ანუ ნიკა მელიას

Read Time:1 Minute, 12 Second

ყველას ყურადღება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. მიმაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები სრულიად უადგილო, უდროო იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა თავმჯდომარის სკამის გარეშეც შეიძლებოდა.

ამასთან, როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ვინაიდან პარტიაში არჩევნები მაინც ტარდება, აფიქსირებს თავის პოზიციას და მხარს უჭერს ნიკა მელიას.

„დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელის სიცოცხლე უდიდესი საფრთხის წინაშეა, ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ სრულიად უადგილო, უდროო იყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. ვფიქრობ, ახლა ყველას ყურადღება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული და როდესაც ამას შევძლებდით, აუცილებლად მას შემდეგ უნდა ჩატარებულიყო აღნიშნული არჩევნები, რომლის ინიციატორი, სხვათა შორის, სწორედ ნიკა მელია იყო.

ვფიქრობ, თავმჯდომარის სკამს არ საჭიროებდა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა და თუ ვინმეს ამის სურვილი ჰქონდა, შეეძლო, თავმჯდომარის სკამის გარეშე ებრძოლა. ჩემთვის ეს არგუმენტი და ეს ყველაფერი სრულიად არადამაჯერებელი და, სამწუხაროდ, სრულიად ყალბი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები მაინც ტარდება, მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და მხარი დავუჭირო სიმართლეს, სუფთა ხელებით ქმედებას, ღირსებას, ანუ მხარი დავუჭირო ნიკა მელიას. მას მხარს ვუჭერ ჩემს ძალიან დიდ გუნდთან, თანამოაზრეებთან ერთად, სადაც ძალიან ბევრი ექიმია და ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასი. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. მე, სოფო ჯაფარიძე, მზად ვარ – და მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად – ვიბრძოლო ნიკა მელიასთან ერთად და, რასაკვირველია, ვიბრძოლო მიხიელ სააკაშვილის გადარჩენისთვის, პარტიის გაძლიერებისა და ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებისთვის“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დონალდ ტრამპი – ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები, დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია
Next post ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა, როცა ამ შეფასებების მიუხედავად იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები