ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა, როცა ამ შეფასებების მიუხედავად იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები

Read Time:27 Second

„ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“ და მას კონკრეტულ ბრალს უყენებდა, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შეფასებების შემდეგ ამ პარტიებს შორის კოალიციის შექმნა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები.

„როდესაც ასეთი შეფასებებია ერთმანეთის მიმართ და იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ღირებულებები. ევროპაშიც მოქმედებს ეს პრინციპი, რომ ყველაფრის ფასად კოალიციების შექმნა არ შეიძლება და ასეთი აქტი არის არა კომპრომისებისთვის მზაობის გამოხატულება, არამედ ღირებულებების მიმართ კომპრომისის გამოხატულება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფო ჯაფარიძე – არჩევნები სრულიად უადგილო იყო, მაგრამ რადგან ტარდება, მხარს ვუჭერ სიმართლეს, ანუ ნიკა მელიას
Next post მეუფე შიო – გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მსახურების შედეგად ჩვენი ერი ხელახლა მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე